Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
Civil.ge
17 January 2017, 16:05

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულმა ორგანომ - სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) 17 იანვარს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღიარებს საქართველოს მიერ „კორუფციის შემცირების მხრივ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს“, თუმცა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განაგრძოს პარლამენტარებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის კორუფციის დონის შემცირებისაკენ მიმართული რეფორმები.

პოზიტიურ მიღწევებში GRECO აღნიშნავს საჯარო მოხელეების, მათ შორის პარლამენტარების, მოსამართლეების და მაღალი რანგის პროკურორების მიერ ქონებრივი დეკლარაციების შევსების, როგორც მონიტორინგის მექანიზმის დანერგვას; თუმცა ასევე დასძენს, რომ  მნიშვნელოვანია, „ამ ახალი წესების გავრცელება მოხდეს ყველა პროკურორზე, განხორციელდეს მათი ეფექტური დანერგვა პრაქტიკაში და უზრუნველყოფილი იქნას მათი მუდმივი გადახედვა“.

აღნიშნავს რა „იმ ზომებს, რომელიც მიღებული იქნა პარლამენტის წევრებს შორის კორუფციის აღმოსაფხვრელად და მათი მუშაობის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად“, საკანონდებლო პროცესების შემდგომი გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად GRECO ასევე რეკომენდაციას უწევს აღსრულებადი ეთიკის კოდექსის შემუშავებას.  GRECO ასევე მოუწოდებს პარლამენტარების ინტერესთა კონფლიქტის სავალდებულო გამჟღავნებისაკენ, რათა „განხორციელდეს მონიტორინგი და განისაზღვროს როდის და როგორი გავლენა შეიძლება ქონდეს პარლამენტარის პირად ინტერესებს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე“. 

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, GRECO იძლევა რეკომენდაციას, რომ მოხდეს „მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურებისა და გადაყვანის წესების რეფორმირება, საქმეთა განაწილების ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის შემოღება (მაგ. შემთხვევითი განაწილებით), დისციპლინარული გადაცდომების უფრო ზუსტად განსაზღვრა და მოსამართლეთა იმუნიტეტის შეზღუდვა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებასთან (ფუნქციონალური იმუნიტეტი)“.

სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის სახელით ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოსამართლეთა დანიშვნის ახალ კრიტერიუმებს და საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შემოღებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვის შემდეგ დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა.

GRECO მიესალმა პროკურატურის სამსახურის დეპოლიტიზირების მიზნით დაწყებულ რეფორმას და აღნიშნა, რომ ის „უნდა გატარდეს ეფექტიანად და საჭიროების შემთხვევაში თან ახლდეს დამატებითი ზომები, რომელიც კიდევ უფრო შეამცირებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენას მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურასა და ასევე, საპროკურორო საბჭოს საქმიანობაზე“. 

ანგარიშში GRECO რეკომენდაციას იძლევა, რომ მოხდეს პროკურორების სამსახურში მიღებისა და დაწინაურების შემდგომი რეგულირება და არსებული დისციპლინარული რეჟიმის გადახედვა.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ 2018 წლის ივნისის ბოლოს გააკეთოს მოხსენება ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რის შემდეგაც, 2018 წლის მეორე ნახევარში, GRECO შესაბამისობის შესახებ ანგარიშით შეაფასებს რეკომენდაციების იმპლემენტაციას.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი